ქევინ სპეისი ახალ კომედიაში – „9 სიცოცხლე“ ითამაშებს (ვიდეო, ფოტო)

ქევინ სპეისიმ ამპლუის შეცვლა გადაწყვიტა. წინა როლებისგან განსხვავებით, მსახიობი უფრო მსუბუქ ჟანრზე გადადის. ინტერნეტში კომედიის „9 სიცოცხლე“ ტრეილერი გამოქვეყნდა. ფილმში სპეისი კატად ქცეულ ეგოისტური მილიარდერის როლს თამაშობს. სცენარის თანახმად, მისი გმირი – ძალიან დაკავებული ადამიანია, რომელიც ოჯახისთვის ვერ იცლის.
ერთხელაც ის ზოომაღაზიაში ხვდება, რომლის დახლთან გამყიდველი-ჯადოქარი დგას. ამ როლს კრისტოფერ უოკენი თამაშობს. სწორედ ის გადააქცევს მილიარდერს კატად, რის შემდეგაც ის საკუთარი ოჯახისა და ცხოვრების შესახებ ბევრ სიახლეს გაიგებს. ფილმში ასევე ჯენიფერ გარნერს ვიხილავთ. მსახიობი მთავარი გმირის მეუღლეს ითამაშებს. ფილმი „9 სიცოცხლე“ 2016 წლის 5 აგვისტოს გამოვა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
13023668_1170837826289787_2145334410_n 13045474_1170837812956455_1484294895_n 13022443_1170837822956454_1873059425_n

კომენტარები

სხვა სიახლეები