ქაფშიას სალათი

ინგრედიენტები:

500 გრ. დამარილებული ქაფშია
1 თავი ხახვი
4 ც.ჭარხალი
5 ც.კარტოფილი
3 ც. სტაფილო
5 ც. კვერცხი
250 გრ. მაიონეზი
მარილი, მწვანილი და მწვანე ბარდა გასაფორმებლად

მომზადებისწესი: მოხარშეთ კარტოფილი და სტაფილო, ცალკე მოხარშეთ ჭარხალი და კვერცხი. თევზის ფილე დაჭერით საშუალო ნაჭრებად. ხახვი დაჭერით წვრილად. სალათი ლანგარზე დააწყვეთ ფენებად: თევზი, ხახვი, დახეხილი კარტოფილი – გადაუსვით მაიონეზი, დახეხილი კვერცხი, და შემდეგ კვლავ თევზი, ხახვი,კარტოფილი, კვერცხი და მაიონეზი. დააყარეთ გახეხილი სტაფილო, გადაუსვით მაიონეზი და ბოლო ფენად დააწყვეთ დახეხილი ჭარხალი, გადაუსწორეთ ზედაპირი და გააფორმეთ მაიონეზით, მწვანილებით და ბარდის მარცვლებით

კომენტარები

სხვა სიახლეები