3 ოქტომბერს კიევში ტრიო „იმერსიომ“ ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტი ორგანიზაცია „ტაბლეტოჩკის“ მხარდასაჭერად. ეს ორგანიზაცია მძიმედ დაავადებულ ბავშვებს ეხმარება მედიკამენტების შეძენაში და სამედიცინი პროცედურების დაფინანსებაში. კონცერტი ავსტრიული საიუველირო კომპანია Frey willes-ის მხარდაჭერით გაიმართა. 4 ოქტომბერს კიევის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ტრიო „იმერსიოს“ მეორე კონცეტრი, რომელზეც შესრულებული იყო ავსტრიელი, გერმანელი და უკრაინელი გამოჩენილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. 5 ოქტომბერს უკრაინის ეროვნულ ფილარმონიაში ტრიოს დასკვნითი კონცერტი გაიმართა, რომლის მხარდამჭერი იყო ავსტრიის კულტურის ფორუმი. ტრიომ შეასრულა ჰაიდნის, ბეთჰოვენის, შუბერტის, ბრამსის და შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები. სამივე კონცერტიდან შემოსული თანხები მძიმედ დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.
ტრიო „იმერსიოს“ შემადგენლობაში შედიან ვირა ჟუკი (ვიოლინო, უკრაინა), ანა – მარია ნიმიცი (ჩელო, ავსტრია) და მარიამ ვარძელაშვილი (ფორტეპიანო, საქართველო). ტრიო 3 წლის წინ დაარსდა და ის კონცერტებს, ძირითადად, ევროპის სხვადახხვა ქალაქებში მართავს.