პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების” შემომწირველთა შორის ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც არიან. აღნიშნულის შესახებ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მაია ჯაბუამ, კახა კუხიანიძემ და მარიამ კახელიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ხუთას-ხუთასი ლარის არაფულადი შემოწირულება გადასცეს.შემომწირველების სიაშია დათო ხუჯაძეც. მან პარტიისთვის 2000 ლარის არაფულადი შემოწირულება გაიღო. ცნობისთვის, 2014 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 7 493 724 ლარის შემოწირულება მიიღეს. აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი შემოწირულება კოალიცია “ქართული ოცნების”სასარგებლოდ განხორციელდა. პარტიის ანგარიშზე შემოწირულების სახით 6 157 751 ლარი დაირიცხა. ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურმა გაერთიანებამ “გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ ” შემოწირულების სახით 2014 წელს 342 053 ლარი მიიღო. მესამე ადგილზეა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 299 819 ლარით.