“მასტერშეფის” ახალი სეზონი საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიწყო. გუშინ შესარჩევი ტურის სხვადასხვა მონაწილის ხილვა შეძლო მაყურებელმა. ერთ–ერთმა მონაწილემ, სოლომონ მძინარიშვილმა ჟიურისგან “ოქროს წინსაფარი” დაიმსახურა და თავის რჩეულს კამერების წინ ხელიც სთხოვა.