ჯაბა ქარსელაძეს 30 აპრილს „ოქროს“ დაბადების დღე ჰქონდა. ის სპეციალურად ამ დღისთვის საფრანგეთიდან ჩამოვიდა და იუბილის აღნიშვნა სამეგობრო წრეში გადაწყვიტა. ჯაბას დაბადების დღეზე ქართული ბომონდის თითქმის მთელი შემადგენლობა შეიკრიბა. მოგვიანებით, ჯაბამ ფეისბუქზე მეგობრებს ლამაზი დღისთვის მადლობა გადაუხადა.
“მინდა, რომ თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხადო დაფასებისთვის და ამხელა სიყვარულისთვის! მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით, რომ თქვენ ჩემი მეგობრები ხართ! იმედია, არავინ გამომრჩით, ვინც ასე გამილამაზეთ ეს დღე და ძალიან გული მწყდება, რომ ეკა ხოფერია არ იყო ობიექტური მიზეზების გამო! მარა იმედი მაქვს, ეკაც და ჩვენც – ყველა ვისიამოვნებთ დღეს საღამოს მისი გადაცემით! მე თქვენ ძალიან, ძალიან მიყვარხართ, კიდევ 1000-ჯერ გეტყვით ამ სიტყვებს!”, – დაწერა ჯაბა ქარსელაძემ.