ქართველმა პატიმრებმა მათ მიერ მოყვანილი ყვავილები ექიმებს გაუგზავნეს (ფოტო)

N12 პენიტენციური დაწესებულების პატიმრებმა დაწესებულების ეზოში თავიანთი გამოყვანილი ყვავილებისგან გაკეთებული თაიგულები ახალ კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს გაუგზავნეს. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მედიკოსებს  პატიმრების მიერ გაკეთებული თაიგულები სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს.

რამდენიმე დღის წინ ახალ კორონავირუსთან მებრძოლი საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალმა კახელი კაკო პაპასგანაც მიიღეს ყვავილები. ტიტები, რომლებიც კაკო ჯეირანაშვილს პანდემიის გამო გამოცხადებული შეზღუდვების ფონზე უფუჭდებოდა. ქართული საზოგადოება, როგორც ყოველთვის მსგავსი საკითხების მიმართ, ამ შემთხვევაშიც სოლიდალური აღმოჩნდა და დაიწყო სოციალური კამპანია “აჩუქე ტიტა”, ადამიანები კაკო პაპას ტიტებს ვირტუალურად ყიდულობდნენ, შედეგად მათ კახელ მეყვავილეს 5 ათას ლარზე მეტი შეუგროვეს და ზარალი აუნაზღაურეს. კაკო ჯეირანაშვილმა კი ყვავილები ქართველ მედპერსონალს მადლიერების ნიშნად გამოუგზავნა. 

მოხალისეების მიერ თბილისში ჩამოტანილი კაკო პაპას ტიტები, პირველ რიგში ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს მარინა ეზუგბაიას მიართვეს.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის, იგივე Covid-19-ის პანდემიის შედეგად ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. დღეის მონაცემებით – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 1 349 808, სულ გარდაცვლილია – 74,820 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 286,762 პაციენტი.

საქართველოში დაინფიცირებულია 195 პირი, გამოჯანმრთელდა 45 პაციენტი და გარდაიცვალა 3. 

კომენტარები

სხვა სიახლეები