ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიო აალაპარაკეს – BBC: უელსი საქართველოს თავდასხმას გადაურჩა

რაგბში საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, საქართველო მსოფლიოში გავლენიანი გამოცემების ყურადღების ქვეშ მოექცა. BBC, The Telegraf და სხვა გავლენიანი გამოცემები ქართველი ბორჯღალოსნების

BBC ქართველ მორაგბეებზე: უელსი საქართველოს თავდასხმას გადაურჩა

ასეთ შეფასებას აძლევს სპორტული მიმომხილველი რაგბში საქართველო-უელსის შეხვედრას. “უელსელებმა თამაშის დასაწყისში ინიციატივა აიღეს და სწრაფი თამაშის ხარჯზე ლელო დადეს.

მიუხედავად ამისა, თამაშის პირველი ნახევრის განმავლობაში საქართველომ უელსი შიშის ქვეშ ამყოფა. უელსელებს ქართველების რამდენიმე შეტევის მოგერიება მოუხდათ. უელსის ნაკრებმა დაპირებული მოლოდინები ქულებით ვერ გაამართლა. საბოოდ, უელსის ნაკრები თამაშის ბოლო წუთებზე იმ საფრთხის წინაშე დადგა, რომ საქართველოსთან თამაშს ფრედ დაასრულებდა” – წერს BBC.

გამოცემა ამავე მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ საქართველო 6 ერში თამაშზე პრეტენზიას აცხადებს. შეგახსენებთ რომ ქართველმა მორაგბეებმა უელსში გამართული ამხანაგური შეხვედრა მასპინძელთა ნაკრებთან 6 : 13 დათმო. უელსელებმა მხოლოდ 1 ლელოს დადება და გარდასახვა მოახერხეს.

“არადამაჯერებელი გამარჯვება -The Telegraf ქართველ მორაგბეთა მარცხზე უელსელებთან

უელსის ნაკრებმა არადამაჯერებლად 13 : 6 დაამარცხა საქართველოს ნაკრები. 6 ერის ნაკრებს გაუჭირდა საქართველოს დამარცხება და ქართველებმა უკიდურესად შეავიწროვეს უელსელები. უელსის მთავარ მწვრთნელს უორენ გატლანდს 14 ცვლილების განხორციელება მოუწია მსოფლიოს მე-12 ნაკრები რომ დაემარცხებინა” – წერს The Telegraf-ის სპორტული მიმომხილველი.

Wales Online: საქართველო-უელსის დაპირისპირება საშინელ სანახაობად გადაიქცა

გამოცემა Wales Online საკუთარი ქვეყნის ნაკრების თამაშით უკმაყოფილოა. “უელსი კოჭლობდა საქართველოს წინააღმდეგ თამაშში, რომლის მდგომარეობა შეხვედრის ყოველ წუთზე უარესდებოდა. საქართველოს ნაკრებმა მძიმე დღე მოუწყო უელსელ მორაგბეებს და დაამტკიცა, რომ 6 ერის გაფართოვებულ შემადგენლობაში თამაშზე ღირსეულად აცხადებენ პრეტენზიას” – აღნიშნავს უელსური გამოცემის სპორტული მიმომხილველი. “სანახაობამ უელსის გულშემატკივრებს იმედი გაუცრუა, და საშინელ სანახაობად გადაიქცა.

თამაშის ბოლოსკენ საქართველოს ნაკრებს დიდი შანსი ჰქონდა შეხვედრა ფრედ დაემთავრებინა” – წერს Wales Online.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კარდიფის ”მილენიუმის” სტადიონზე ამხანაგურ მატჩში უელსის ნაკრებთან 6 : 13 დამარცხდა. უელსელებმა პირველ ტაიმში 10 ქულა ერთი ჯარიმისა და ერთი გარდასახული ლელოს მეშვეობით მოაგროვეს. საქართველოს ნაკრებმა კი ჯარიმის გატანა მოახერხა. მეორე ნახევარში გუნდებმა თითო ჯარიმის გატანა მოახერხეს. მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მატჩის მიწურულს კი ქართველი მორაგბეები, ძირითადად, მეტოქის მოედანზე იყვნენ. უელსის ნაკრები ევროპის 6 ერის ტურნირის მონაწილეა და ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს.

წყარო: http://www.ipress.ge

ფოტო:თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები