ქართველმა ექიმმა პაციენტის მუცლის ღრუში პინცეტი აღმოაჩინა (ფოტო)

ქირურგმა-გინეკოლოგმა ირაკლი თოდუამ პაციენტის მუცლის ღრუში პინცეტი აღმოაჩინა, რომელსაც ქალბატონი 25 წლის განმავლობაში მუცლით ატარებდა, – ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელსაც ფოტოც ახლავს. ამავე ინფორმაციის თანახმად, პაციენტის მუცლის ღრუში პინცეტი, სავარაუდოდ იმ ექიმს დარჩა, რომელმაც 25 წლის წინ, ქალს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარა. “ეს პინცეტი 25 წელი იყო პაციენტის მუცელში. მარკერი ზომის შედარებისთვის დევს. ქალს ამზადებდნენ სიმსივნის ოპერაციისთვის. გაუშვეს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე. აპარატი კინაღამ აფეთქდა! იქვე იგრძნო პაციენტმა მწვავე ტკივილი. გაუშვეს კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, სადაც გამოჩნდა კიდეც. ინსტრუმენტი ბადექონში იყო გახვეული. 25 წლის წინ ნაღვლის ბუშტი ამოაჭრეს იმ ქალს. დღეს იპოვა ლაპარასკოპიული ოპერაციისას ჩემმა მეგობარმა, ქირურგმა-გინეკოლოგმა ირაკლი თოდუამ”, – წერს სოციალურ ქსელში ნათია ჭკუასელი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები