“ქართველი ხარ?” – ეს კითხვა ქართველ გოგონას, გვანცა არჩვაძეს, ნიუ – იორკის მეტროში, სრულიად უცხო ადამიანმა დაუსვა.
ამბავი კი, რომელსაც გვანცა სოციალურ ქსელში ახმაურებს, ასე მოხდა: “ნიუ – იორკის მეტრო თავგადასავლებითაა სავსე. დღეს შემთხვევით მამაკაცს მივუჯექი გვერდზე, რომელსაც მუზეუმის მიმართულება შევეკითხე. მოკლე საუბრის შემდეგ, ჩემს ტელეფონში ტექსტებს მიაქცია ყურადღება და აჟიტირებულმა მკითხა: “ქართველი ხარ?” – გაკვირვებულმა შევხედე, არც ქართველს ჰგავდა აშკარად და არც რომელიმე საბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელს. კი-თქო ვუპასუხე, მუხლზე გადაშლილი წიგნი ამოატრიალა და რა დავინახე – ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული საკმაოდ ძველი ქართული გრამატიკის წიგნი.
წამიკითხე-თქო, ვუთხარი, ჩემდა გასაოცრად, ფანტასტიკურად წაიკითხა. ეს ადამიანი არის ევანს სიგელი, ლექტორი, სპარსოლოგი, რომელიც ახლა ქართულს ეუფლება. ქართულ ისტორიასა და კულტურას კარგად იცნობს, ასევე გეგმაში აქვს საქართველოს მონახულება.
ამ ამბავმა დღე გამიხალისა, სასიამოვნოა, როცა ამხელა, ვეებერთელა ქვეყანაში შეხვდები უცხოელ ადამიანს, რომელმაც ბევრ ქართველზე უკეთ იცის საქართველოს ისტორია და კულტურა”, – წერს გვანცა არჩვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
სხვა სიახლეები