სოციალურ ქსელში, ფეისბუქ გვერდი “ჩვენ-თან დავდივართ და დავეხეტებით” ქართველი წყვილის გიორგი ბექაურისა და ხატია სუხაშვილის ფოტოებს ავრცელებს, რომლებმაც ჯვარი ზღვის დონიდან “4000” მეტრზე დაიწერეს:
“ჰოი ჰოიიიი! გილოცავთ ოჯახის შექმნას! კურთხეულნი იყავით უფლისაგან და ბედნიერებს გეცხოვროთ! ღმერთმა შაგაკლათ ერთმანეთს! გიორგიმ და ხატიამ ჯვარი ზღვის დონიდან “4000” მეტრზე დაიწერეს დედამიწაზე ყველაზე მაღლა მდებარე ქრისტიანულ წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში.”, -წერს ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორი.
როგორც ახალდაქორწინებული წყვილი აცხადებს, მყინვარწვერზე ჯვრის დაწერის ინიციატივა გიორგის (მეუღლეს) ეკუთვნის:
“განსაკუთრებული მიზეზი თუ რატომ დავიწერეთ ჯვარი ასეთ სიტუაციაში არაფერი ყოფილა, უბრალოდ ჩემი მეუღლე მოყვარული მთასვლელია და პირველად მყინვარზე რომ ავიდა მაშინ გადაწყვიტა ჯვარი იქ დაგვეწერა.”, -ამბობს ხატია.
წყარო: http://megatv.ge/?p=15472