ქართველი სუპერმოდელები – საქმე და პირადი

საქართველოში სამოდელო ბიზნესმა 2000-იანი წლებიდან შედარებით სისტემური ხასიათი მიიღო. ჩამოყალიბდა რამდენიმე სააგენტო, რომლებმაც სხვადასხვა სახის პოპულარობას შეიწყვეს ხელი. მართალია, საზღვარგარეთ არც ერთ მათგანს არ ჰქონია დიდი წარმატება, მაგრამ საქართველოს პირობებში ამ ტიტულს ნამდვილად იმსახურებენ.

ერთადერთი ქართველი მოდელი, რომელმაც საზღვრებს გარეთ ბრწყინვალე ბრენდების შოუებში გამოსვლას მიაღწია, თაკო ნაცვლიშვილი გახლავთ. ის სწორედ ისეთი კარიერის დასაწყისშია, რომელსაც ყველა მოდელი ისურვებდა.

ზემოთ სააგენტოები ვახსენეთ და უნდა ვაღიაროთ, რომ 2000-იანებში საუკეთესო გოგონები ნატა სამადალაშვილის სამოდელო სააგენტო „ნატალის“ ჰყავდა. ეს ის გოგონები არიან, რომლებმაც სახელი ამ ბიზნესით გაითქვეს, ისინი გამოდიოდნენ ყველა მნიშვნელოვან ჩვენებაზე, მათ იღებდნენ სარეკლამო თუ ვიდეოკლიპებში. რა თქმა უნდა, დასავლელი სუპერმოდელების წარმატების მასშტაბებთან მათი შედარება არასერიოზული იქნებოდა, თუმცა თავიანთ ქვეყანაში პოპულარობის ყველაზე მაღალ მწვერვალებს მიაღწიეს.

kristi kifshidze

კრისტი ყიფშიძე – ვისაც კრისტი ყიფშიძე პოდიუმზე გინახავთ, დაგვეთანხმებით, რომ ამ მხრივ ის ერთ-ერთი საუკეთესოა ქართულ სამოდელო ბიზნესში. გარდა ამისა, მასთან მუშაობაზე ჩვენი ქვეყნის ყველა ფოტოგრაფი ოცნებობს, ვინაიდან ძალიან კარგად ფლობს პოზირების ხელოვნებას.

გარდა საქმისა, კრისტის ძალიან უყვარს ჟურნალისტებთან ურთიერთობა, მისი ინტერვიუები ძალიან ხშირად იბეჭდებოდა იმდროინდელ პრესაში, ეკითხებოდნენ პენელოპა კრუსთან მსგავსებაზე, იმაზე, როგორია ზურა ყიფშიძის რძლობა და გიორგი ყიფშიძის ცოლობა, შემდეგ პირად ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებზე, გიორგისთან დაშორებასა და მიშა ანდღულაძეზე, რომელთანაც ოჯახის დანგრევის შემდეგ ჰქონდა ურთიერთობა. ახლა კრისტი პირადზე ნაკლებად ლაპარაკობს და რაც მთავარია, საქმეში ისევ აქტუალურია. კვლავ ეპატიჟებიან პოდიუმზე და ფოტოგადაღებებში, არის უამრავი ბრენდის სახე.

lali totikashvili

ლალი ტოტიკაშვილი – ლალი ავთო ცქვიტინიძის პირველ ჩვენებაზე გავიცანით, სადაც ნამდვილად ბრწყინავდა. მისი გარეგნობით ბევრი მოიხიბლა, მას ავთანდილის მუზასაც უწოდებდნენ, დათო ხუჯაძემ რომ სიმღერა ჩაწერა, რომელსაც „ლალი“ ერქვა, ყველა ჟურნალისტი ეკითხებოდა, ეძღვნებოდა თუ არა ის ლალი ტოტიკაშვილს, დათო კი ორაზროვნად იღიმოდა. ლალიმ თავადაც სცადა ბედი შოუბიზნესში და თამუნა ამონაშვილთან ერთად სიმღერაც ჩაწერა, „მერე რა“, რომელმაც კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა. შემდეგ ლალი დაოჯახდა და პოდიუმზე აღარ ჩანს, ვერც ფოტოგადაღებებისთვის იცლის, უფრო მეტად ოჯახზეა ორიენტირებული.

tamuna gabrielashvili

თამუნა გაბრიელაშვილი – თამუნას ქართველების ერთ-ერთ საყვარელ მსახიობს, ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებდნენ. როდესაც „ვაკის პარკის“ კლიპში გამოჩნდა, ნახევარი თბილისი მასზე იყო შეყვარებული. თავად თამუნა დაოჯახებული გახლდათ, ირაკლი ორდენიძეზე, რომელიც ასევე მოდელ, ნინო ორდენიძის ძმა გახლავთ. წლების შემდეგ მათი ოჯახი დაინგრა, თამუნა მეორედ დაოჯახდა, ჟურნალისტ ვახო მამალაძეს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც ბედნიერად ცხოვრობს. მეორედ გათხოვების შემდეგ თამუნა ნაკლებად ჩანს პოდიუმზე და სხვადასხვა სახის გადაღებაზე.

tako chxeidze

თაკო ჩხეიძე – საქმიანობის მხრივ ყველაზე დიდ წარმატებას თაკო ჩხეიძემ მიაღწია. ყველას გვახსოვს „ქუჩის ბიჭების“ კლიპიდან, სადაც მამუკა ბერიკასთან ერთად თამაშობდა. თაკო საზღვარგარეთაც მუშაობდა, როგორც მოდელი, საქართველოში კი პოდიუმზეც გამოდიოდა, გადაღებებშიც მონაწილეობდა, ტელეწამყვანიც გახლდათ, შემდეგ კი ამ ბიზნესს სხვა კუთხით მიუდგა, თბილისის მოდის კვირეული დააარსა, დღეს მოდის ჟურნალის რედაქტორიც გახლავთ და წარმატებულ ცხოვრებას განაგრძობს.

რაც შეეხება პირადს, მისი მეუღლე, დიპლომატი რუსლან აბაშიძეა, წყვილი ძალიან დიდი ხანია, ერთად არის და სამი ბიჭი ჰყავთ.

Untitled-2

თიკა ფაცაცია – მოდელი, მომღერალი, ტელეწამყვანი – სწორედ ამ თანმიმდევრობით მოირგო პროფესიები თიკა ფაცაციამ. მან სახელი საკმაოდ ადრეული ასაკიდან გაითქვა, სხვადასხვა სილამაზის კონკურსში გამარჯვებით, შემდეგ ტელეეთერში ვარჯიშის რუბრიკას უძღვებოდა, გამოდიოდა ჩვენებებზე, საკუთარ კლიპებს იღებდა, სადაც შესანიშნავ ფორმაში გვევლინებოდა, „რუსთავი 2“-ის პროექტებს უძღვებოდა.

თიკა დიდი ხანია, დაქორწინებულია და ჰყავს სამი ბიჭი. მის მეუღლეს არ უყვარს პრესასთან გამოჩენა და თიკაც ერიდება მასზე საუბარს.

natia makatsaria

ნათია მაქაცარია –  ნათია მაქაცარიას, „ნატალი“ მოდელებს შორის, ყველაზე ორიგინალური გარეგნობა ჰქონდა. ამის გამო მის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი გახლდათ და დიზაინერები ხშირად თანამშრომლობდნენ, ხშირად იღებდნენ ფოტოგრაფებიც. იყო პერიოდი, როდესაც მასზე ძალიან ბევრს წერდნენ. სხვათა შორის, სანამ ნანკას გაიცნობდა, კალათბურთელ ირაკლი კეიდიას სწორედ ნათიასთან აკავშირებდა რომანი. დღეს ის საზოგადოების წინაშე საერთოდ არ ჩანს.

salome gviniashvili

სალომე ღვინიაშვილი – კიდევ ერთი ქართველი ლამაზმანი, რომელმაც პოდიუმზე გამოჩენით გაითქვა სახელი, სალომეა, შავი, ხუჭუჭა თმისა და ეფექტური გარეგნობის წყალობით, მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. იმდენ სარეკლამო რგოლში გადაიღეს, რომ მისი პოპულარობა გაათმაგდა. ამას ხელს მისი ცნობილი ოჯახიც უწყობდა, სალომე ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, დავით საგანელიძის, დისშვილია. ჟურნალისტებს მასთან ყოველთვის ბევრი კითხვა ჰქონდათ, სალომეც სიამოვნებით პასუხობდა და ჟურნალების გარეკანს ამშვენებდა. ის გათხოვილი იყო, დათო აბულაძისგან ერთი შვილი ჰყავს, შემდეგ მას გაშორდა და შეხვდა ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილს. წყვილი დაქორწინდა და ორი გოგონა შეეძინათ. სალომემ კი ახლახან საკუთარი ბრენდი დააარსა, რაზეც დიდხანს ოცნებობდა პოდიუმიდან კულისებში გადაინაცვლა…

წყარო:http://fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები