ქართველი სამართალდამცავი, რომელიც ახალშობილ შვილს ვერ ნახულობს – გიორგი ბზიშვილი წითელ ზონაში წესრიგს ამყარებს (ვიდეო)
მარნეულსა და გარდაბანში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პოლიციელებს 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა.
გიორგი ბზიშვილი, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ერთ-ერთია იმ პოლიციელებიდან, რომელიც წითელ ზონაში წესრიგს ამყარებს. შედეგად, მან, ჯერჯერობით, ვერ შეძლო ახალშობილი შვილის მონახულება. აღნიშნულის შესახებ სიუჟეტი “იმედის კვირამ” მოამზადა.