თურქეთში მიწისძვრას სენაკელი 67 წლის ნანი ზარანდია ემსხვერპლა. ის ემიგრაციაში 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
ოჯახის წევრებს ზარანდიას დაღუპვა იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ქალი მუშაობდა. მათი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ემიგრანტი ქალი კი ნანგრევებში მოჰყვა.
ცხედარი პროზექტურაშია დასვენებული. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დაწყებულია.
ცნობისთვის, პირველი მიწისქვეშა ბიძგებმა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის.
Prev Post
სხვა სიახლეები