ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ფილმში ტერორისტის როლს ასრულებს

2017 წლის 13 იანვარს მსოფლიოს კინოეკრანებზე ახალი, ჰოლივუდური ბლოკბასტერი გამოჩნდება. “პატრიოტის დღე” ასე ეწოდება პიტერ ბერგის კინოსურათს, რომელშიც მთავარ როლს მარკ უოლბერგი შეასრულებს.
ფილმში მაყურებელი, ქართველ მსახიობსაც იხილავს. 24 წლის თემო მელიქიძე ტერორისტის როლს თამაშობს, რომელმაც 2013 წლის ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტი მოაწყო. ქართველი დამწყები მსახიობისთვის ეს პირველი მასშტაბური პროექტია.
ფილმის პრემიერა “ჰოლივუდში” კინოფესტივალზე შედგა, რომელსაც კრიტიკოსები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
თემო მელიქიძემ კარიერის დასაწყისშივე ოსკაროსან მსახიობებთან ითანამშრომლა. მთავარ სცენაში მისი პარტნიორი ჯ.კ. სიმონსია, ასევე პიტერ ბერგის ფილმში მიშელ მონაგანი, კევინ ბეიკონი, ალექს ვულფი და ჯონ გუდმენიც მონაწილეობენ.
“პატრიოტის დღე” დრამაა, რომელიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული, მოვლენები 2013 წელს ვითარდება, ბოსტონის მარათონზე ორმა ჩეჩენმა ტერორისტმა აფეთქება განახორციელა, რასაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვა. თემო მელიქიძე ერთ-ერთ ტერორისტს, ტამერლანდ ცანაევს განასახიერებს. მსახიობმა უკვე მიიპყრო ამერიკული ინტერნეტსივრცისა და პრესის ყურადღება. მის შესახებ ერთ-ერთ მსხვილ ინტერნეტ საიტზე Hollywoodreporter-ზეც დაიწერა და ქართველის კარიერით სხვადასხვა გამოცემებიც ინტერესდებიან. „პატრიოტის დღის“ თანადამფინანსებლები კომპანიები CBS Films და Lionsgate-ია. ფილმი ეკრანებზე 21 დეკემბრიდან გამოვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები