ქართველი მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავის თეატრის მსახიობი, გიორგი რევაზიშვილი გარდაიცვალა. მსახიობი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ამის შესახებ ინფორმაცია თეატრის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება:

„ვერ წარმოვიდგენდით, ამის დაწერა თუ მოგვიწევდა…

მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ნიჭიერი მსახიობი, გიორგი რევაზიშვილი, რომელიც ბოლო ათეული წლის მანძილზე ამშვენებდა ჩვენს თეატრს.

თანავუგრძნობთ  მის ოჯახსა და ყველას, ვისაც გიორგი მისი ხალასი იუმორით უყვარდა!“, – წერია რუსთავის თეატრის “ფეისბუქის” გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები