ქართველმა მომღერლებმა – სოფო ნიჟარაძემ, სტეფანე მღებრიშვილმა და ბუბა კიკაბიძემ ბაქოში გამართულ მუსიკალურ ფესტივალში – “Жара 2018”-ში მიიღეს მონაწილეობა. სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში ფესტივალის ორგანიზატორთან, ლეილა ალიევასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
მუსიკალურ ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ ქეთა თოფურია, სოსო პავლიაშვილი, ვალერი მელაძე, გრიგოლ ლეპსი, ანა ლორაკი, ვერა ბრეჟნევა და რუსული ესტრადის სხვა ცნობილი მომღერლები .