21 წლის თათია ახალაიამ „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე მიიღო მონაწილეობა. ახალი კოლექციის წარდგენა 7 ივლისს შედგა, პალერმოში. ღონისძიებას 400-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ბრედ პიტი, ჯორჯ კლუნი, მადონა და სხვანი.
„დოლჩე და გაბანას“ ჩვენებამდე თათიამ ითანამშრომლა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა „ჰერმესი“ და „მიუ-მიუ“, ქართველმა მოდელმა მათი სამოსი პარიზის შემოდგომა-ზამთრის კოლექციების ჩვენებებზე წარადგინა.
თათია „IC Model Managment“-ის მოდელი გახლავთ. მისი წარმატებული კარიერა მოდის სფეროში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2015 წელს მან კონკურსში „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯია“ გაიმარჯვა.
წყარო:http://fortuna.ge