მარიონ კოტიარი, ტეილორ სვიფტი, ბიონსე, კერი ანდერვუდი და მსოფლიო შოუბიზნესის სხვა ვარსკვლავები სიამოვნებით ირგებენ ლიბანელი დიზაინერის, ზუჰაირ მურადის მიერ შექმნილ სამოსს, რომელსაც ნამდვილად დაჰყვება აღმოსავლური სიმდიდრე და სურნელება…
მურადი ლიბანში, ბეირუთში 1971 წელს დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ, მალევე, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და საკუთარი ოცნების ასასრულებლად, ფეხი შეედგა მოდის სამყაროში.
მან ეს პირველად 1991 წელს დიდი წარმატებით გააკეთა, 1995 წელს კი ლიბანში პირველი ბუტიკი გახსნა…
მსოფლიოში აღიარებულმა დიზაინერმა 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის საპატარძლო კაბებში ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი გადაიღო…
ფოტოებზე გოგონა შესანიშნავად გამოიყურება, კოლექციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ…
თაკო დიდ პოდიუმზე ბოლო პერიოდია გამოჩნდა და მონაწილეობა მიიღო ტოპბრენდების ჩვენებებში. დღეს კი მის თავბრუდამხვევ წარმატებას კიდევ ერთი შეემატა… ზუჰაირ მურადის კოლექციაში გადაღება მოდელისთვის ნამდვილად ბევრს ნიშნავს.
წყარო:http://fortuna.ge