ქართველი მამაკაცები 45 ტონა პრეზერვატივს მოიხმარენ

პრეზერვატივების იმპორტი საქართველოში 45 ტონამდე გაიზარდა. პერიოდი 2015 წლიდან იწყება და ბოლო 8 თვეს მოიცავს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოში შემოტანილი პრეზერვატივების ოდენობა 25 ტონას მოიცავდა, 2013 წელში 41ტონას, 2012-ში კი – 36,9 ტონას.

1682703-poster-1280-condomsსტატისტიკის მიხედვით, ქალთა უმრავლესობა სექსის დროს ვერ ამჩნევს სხვაობას პრეზერვატივის ტექსტურაში. თუმცა გაყიდვები აჩვენებს რომ მოთხოვნა დაღარულ და ხორკლიან პრეზერვატივებზე არსებობს. ყველაფერი ინდვიდუალურია, და იმისთვის, რომ იქნეს ამორჩეული თუ რომელი უფრო აკმაყოფილებს პარტნიორის მოთხოვნებს, საჭიროა მთლიანი ასორტიმენტის მოსინჯვა. ზედაპირის სტრუქტურის მიხედვით პრეზერვატივი შეიძლება იყოს: გლუვი ზედაპირით, კონტურული – იმეორებდეს ადამიანის ანატომიურ ფორმას, მკვრივად მორგებადი, ტექსტურული ზედაპირით: ღარიანი–ტალღისებური (ribbed),ხორკლიანი (studded, dotted)ან 3 in 1 სადაც გაერთიანებულია კონტურული, ტალღისებული და ხორკლიანი ზედაპირი.
სანამ პრეზერვატივი (Sico, Carex, Durex, Contex, Sure, Faworite) მოხვდება გაყიდვაში უნდა გაიაროს რამოდენიმე შემოწმება: გაწელვა, გაბერა ჰაერით და წყლით, და რაც მთავარია ელექტრონული.

colorful-condoms-hanging-rope-clothespinsპრეზერვატივი შეიძლება იყოს: საცხის გარეშე, სილიკონის საცხის ჩვეულებრივი ოდენობით(«Lubricated»), სილიკონის საცხის გაორმაგებული ოდენობით, არომატიზირებული, ანუ საცხში დამატებულია ხილის, შკოლადის, ვანილის და ა.შ. არომატიზატორები. ხშირად არომატიზირებული პრეზერვატივი გამოიყენება ორალური სექსისთვის, თუმცა გემო არ არის ისეთი, როგორც სუნი.
მარწყვის, შოკოლადის, პიტნის, ბანანის და სხვ. გემოს დანამატებით, ხოლო მათი დანიშნულება პირდაპირ ორალური სექსისთვის გამოყენებაა. ორალური სექსისთვის იდეალურია პოლიურეთანის პრეზერვატივების გამოყენება, რადგან იგი არ შეიცავს ცილოვან შენაერთებს, ამიტომ მათ არ აქვთ ლატექსის პრეზერვატივებისთვის დამახასიათებელი რეზინის სუნი. გარდა ამისა სისქის სიმცირის გამო შეგრძნება არის აბსოლიტურად რეალური.

condoms_3პრეზერვატივებს დამუშავებულს სპერმიციდული საცხით («Nonoxinol-9») ხშირად უწოდებენ პრეზერვატივებს ორმაგი დაცვით, რადგან საცხი ანელებს სპრმატოზოიდების მოძრაობას. პრეზერვატივის დაზიანების შემთხვევაში შემთხვევითი დაფეხმძიმების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. პრეზერვატივი ასეთი საცხით შეიძლება იყოს დამუშავებული გარედან ან შიგნიდან. სპერმიციდულ საცხს შენახვის ვადა აქვს მცირე პრეზერვატივთან შედარებით, ამიტომ ყიდვისას საჭიროა ვადაზე ყურადღების მიქცევა.
Long Love, საცხში დამატებულია ანესტეტიკი, რომელიც მსუბუქად აქვეითებს შეგრძნებას და ახანგრძივებს სქესობრივ აქტს.
მანათობელი. საცხში ან ლატექსში დამატებულია ფოსფორის მინაერთი, რაც აძლევს საშუალებას პრეზერვატივს გაანათოს სიბნელეში. წინასწარ საჭიროა პრეზერვატვის სინათლეში ყოფნა რამოდენიმე წუთით.
დაუცველი სქესობრივი აქტი არის შიდსის გადადების ერთ–ერთი პირველი მიზეზი. დაინფიცირებული ხალხი ცხოვრობს ჩვენს გარშემო და ბვრ მათგანს ვერც წარმოუდგენია, რომ არის შიდსის ვირუსის მატარებელი. არ ღირს გარისკვად. სჯობს მოირგო „სკაფანდრი“ და დაკავდე უსაფრთხო სექსით.
25 სექტემბერი კონტრაცეფციის საერთაშორისო დღეა.

კომენტარები

სხვა სიახლეები