მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს სოციალურ ქსელში საქართველოს ისტორიის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ წერს, როგორც იუნა აღნიშნავს ზემოთ აღნიშულზე მან ამერიკაში ფართო საზოგადოების წინაშე ისაუბრა:
“წინა კვირაში სასამართლოს მოსამზადებელ პროცესზე ვმუშაობდი და დაწყებამდე, იურისტთან ვლაპარაკობდით. რუსს გავხარო და ქართველი ხარ, ცოტა ვიცი საქართველოზე, მომიყევი. ვიცი, რომ განსხვავებული ანბანი გაქვთ, რამდენად განსხვავდებით რუსებისგან?
ნუ მე უკვე ჩემი ჩამერთო ნათურები, ჩემი რუსული სისხლი კი მიყვარს, მაგრამ დაბადებით Georgian, ვუხსნი:
რამდენადაც თანამედროვე ვარ და მხედავთ, როგორიც ვარ, შინაგანად აბსოლუტური ქართველი ვარ, გარეგნობამ არ მოგატყუოთ.
ჩვენი ენა უნიკალურია, მსოფლიოს 10 უძველესი ენათაგან ერთ-ერთია, ბევრი ცდილობდა ჩვენ დაპყრობას და კვლავინდებურად, ჩვენი მიწა წმინდაა ჩვენთვის, თუმცა ძალიან ტოლერანტულები ვართ და სტუმარი ღვთისაა, რწმენა კი ჩვენი მამოძრავებელი ძალაა- რაც არ უნდა მოხდეს მსოფლიოში, ჩვენ ენას, რწმენას და სამშობლოს არ დავთმობთ. წმინდაა და ხელშეუხებელი. რუსები ჩვენზე მეტად ახალგაზრდა ერიადა ენები ისე განსხვავდება, როგორც ივრითი და ფრანგული (სხვაობას ასეთ შედარებაზე ეგრევე ხვდებიან). თანამედროვე ხალხი ვართ, გვაქვს ჩვენი პრინციპები. აზიის და ევროპის შერწყმაზე ვართ გეგრაფიულად, მაგრამ ვართ ევროპელები.
ნუ გასაგებია, პირდაღებული მიყურებს “სხდომის” შემადგენლობა და თან დაკითხვაზე ქართველები უნდა შემოვიდნენ. თარჯიმანი კი უკვე წიმასწარ საომარ დაფას “ვუსწორებ”.
რას მპასუხობს კაცი, რომელიც 75 წლისაა და ახსოვს, New York Times იაფი საღებავით რომ იბეჭდებოდა, ის დრო, კარგ ტონად რომ ითვლებოდა, დილიდან წანაკითხი გაზეთის საღებავი ხელზე, grey lady-ს რომ უწოდებდნენ, აბსოლუტური გადამწვარი ნიუ-იორკელი ოქროს ანტიკვარული მექანიკური საათით მაჯაზე:
– და შვილებით დაგლოცა ცხოვრებამ?
– ჯერ არა, მაგრამ აუცილებლად მეყოლება.
– და რასაკვირველია და ბუნებრივი, შენს შვილებსაც ასწავლი ქართულს და ამ ფასეულობებს გადასცემ.
– ბუნებრივია.
– რა ბედნიერებაა, რომ მსოფლიოში დარჩა ადგილი, სადაც ღმერთი არსებობს და თქვენ პრინციპებს ასე იცავთ.
რა მინდა ვთქვა.მე ყველაზე წმინდა ქალი არ ვარ სამშობლოში და დედამიწაზე (სიწმინდის გასაზღვრება ყველას ჩვენებური გვაქვს), მაგრამ არ მაინტერესებს ვინ რას უმტკიცებს უცხო თვალს და რას ჰქადაგებს ნეო ნაცისტების კასტა და ნეო ქართველობა, ქართველი ისაა, პირჯვრის გადაწერა რომ გოიმობად არ მიაჩნია და ლოცვა ჩამორჩენილობად, სუფთა ქართულით მეტყველებს და სამშობლო საკუთარ ტყავზე და ჯიბეზე მეტად უყვარს, რასაც საქმით და კაცთმოყვარეობით ამტკიცებს.
რაც მთავარია, იმ დღეს პროცესი ქართველების სასარგებლოდ წარიმართა. იმიტომ, რომ ასეთი წმიდათაწმიდა პრინციპის პატრონი ერი ყოველთვის მართალია.
დაჟინებით აღვნიშნავ, ერთეული უღმერთოება, რწმენას რომ გოიმობად ასაღებს, ჩემთვის უბრალოდ გაუნათლებელი და უსულო ნივთია.
აღდგომას გილოცავ, სამშობლო. რწმენით ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა. ღმერთი ერთია და ის სინათლე, თან რომ დაგვაქვს, იმ ცეცხლივით, ნეოქართველები ქართველობის მკვლელები “დადგმულ რიტუალს” რომ უწოდებენ. თქვენი არ ვიცი, მე ჩემი ღმერთი ხელით მატარებს იმ მუდამ დანთებული ცეცხლით ხელში და პირისპირ თვალს ვუსწორებ სულ, ჩემშია და მისი გავლით ვაკვირდები სამყაროს.
თქვენც ნათელად აღმსდგარიყავით. ვხედავ, ლოცვის გაძლიერება არ გავნებთ. გავაძლიეროთ ლოცვები, აღდგომის ჟამს სიბნელე ბორგავს.
ბოროტსა სძლია კეთილმან, აღდგომა და ხვალეო”-წერს შაფათავა.