ქართველი ექიმი კორონავირუსის წინააღმდეგ – “პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული”
ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია… მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული.
ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ბერიძე წერს და ექიმის ფოტოსაც აქვეყნებს:
“პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული….
ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით…
კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება…
ps არც კი იცოდა რისთვის გადავიღე ეს ფოტო… ჯერ არც უნახავს მგონი. ისევ ეკიპირება და ისევ ბოქსებში პაციენტებთან….”