ქართველი ემიგრანტი: საქართველო უფრო მომზადებული შეხვდა კორონავირუსს, ვიდრე – ბევრი ევროპული ქვეყანა

სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის, მანანა ჯინჭარაძის “ფეისბუქპოსტი” ვრცელდება, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო უფრო მომზადებული შეხვდა ვირუსის პრევენციას, ვიდრე – ბევრი ევროპული ქვეყანა და რომ ქართველი ექიმები თავდაუზოგავად მუშაობენ, 24 საათის განმავლობაში, რაც ევროპელებს ვერც კი წარმოუდგენიათ.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ “პოსტში” ვკითხულობთ, მალე ქართველ ექიმებს ყველა მადლობას გადაუხდის.

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისე მომიწია, რომ 6 აეროპორტის საბაჟო გავიარე… 2 იტალიის, 2 საქართველოს და 2 გერმანიის… მინდა, დარწმუნებით მოგმართოთ, რაშიც ბევრი ჩემი მეგობარიც დამეთანხმება – ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ყველაზე მომზადებული საქართველო აღმოჩნდა…
პირველი ბოლონიის აეროპორტში მხოლოდ სამი ადამიანი ვიყავით “ეკიპირებული” ნიღბებითა და ხელთათმანებით, სამივე ქართველი, საპასპორტო შემოწმების გარდა, საერთოდ ადამიანი არ შეგვხვედრია, ვისაც ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაწუხებდა…
ქუთაისის აეროპორტში დაგვხვდა ექიმთა ჯგუფი, რომელმაც ძირფესვიანად გამომკითხა ჯანმრთელობის მდგომარეობა, წამოსვლისას კი, ფაქტობრივად, “ნასკებიც” კი გაგვხადეს და ბარგზე აღარ იკითხება, სათითაოდ შეამოწმეს ყველა ნივთი.. მსგავსი რამ ევროპაში არსად მინახავს..
გერმანიამ სულ ტაშ-ფანდურით მიმიღო და გამომაცილა, მადლობა მათ..
აი, ბერლინი-პიზის რეისის მგზავრები კი გიჟივით მიყურებდნენ, ფაქტიურად ფანტომასივით ვიყავი შეფუთული შავ ფერებში, იტალიელები კი პირდაპირ იატაკზე იყვნენ გაწოლილები საკუთარ ჩემოდნებზე.. ამიტომაცაა 2ათასზე ასული ინფიცირებული..
რატომ მოვყევი ახლა ამხელა ისტორია, ჯერ იმიტომ რომ, პირველ ყოვლისა, არ გიყვართ და არ აფასებთ საკუთარ ქვეყანას (განსაკუთრებით ემიგრანტები) მეორე, არ გჯერავთ, ან არ გინდათ დაიჯეროთ რომ დიახ, საქართველო უფრო მომზადებული შეხვდა ვირუსის პრევენციას, ვიდრე ბევრი ევროპული ქვეყანა.. დიახ, ქართველი ექიმები თავდაუზოგავად მუშაობენ 24 საათის განმავლობაში, რაც ევროპელებს ვერც კი წარმოუდგენიათ..
რაც შეეხება ყბადაღებული “ნიღბების” თემას გეტყვით რომ იტალიაში დეკემბრის მერე ნიღბები არცერთ აფთიაქში აღარ იყიდება.. სადეზინფექციო ხსნარები კი ხუთმაგად გაძვირდა..
უბრალოდ, ხელების დაბანა ვერ ასწავლეს ხალხს…
პ:ს:
დაბოღმილი შალიკოების, პრადვინუტგოიმების და სექტის აზრი არ მაინტერესებს..
მოვა დრო, ეს ვირუსიც ჩაივლის, ნახავთ რომ ქართველ ექიმებს მადლობას ეტყვიან და ყველაფერი კარგად იქნება…
თქვენ კი მუდამ “მამლის ყივილის” მოლოდინე დარჩებით”.

კომენტარები

სხვა სიახლეები