1. პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილი, რომლის ბიუჯეტმაც 34 მილიონი დოლარი შეადგინა, პრინც უილიამისა და მისი რჩეული ქეით მიდლტონის ქორწინებაა.
2. კიმ კარდაშიანი და კენი ვესტი
ქორწილის ბიუჯეტმა 12 მილიონი დოლარი შეადგინა.
3. მაიკლ ჯორდანი და ივეტ პრიეტო
ქორწილის ბიუჯეტი-10 მილიონი დოლარი.
4. ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი
ქორწილის ბიუჯეტი – 6,5 მილიონი დოლარი.
5. ტომ კრუზი და კეტი ჰოლმსი
ქორწილის ბიუჯეტი – 3,5 მილიონი დოლარი.
1. ლიკა ევგენიძე და ნიკა ალასანია
2011 წელს იქორწინეს მუსიკოს დავით ევგენიძის ქალიშვილმა ლიკამ და მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილმა ნიკა ალასანიამ. წყვილმა ჯვარი თბილისში, მამა დავითის ეკლესიაში დაიწერეს და გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდის პარკში ღია ცის ქვეშ გადაიხადეს. პატარძალი ჩუბიკას კაბაში იწონებდა თავს. სტუმრების შორის იყო მაშინდელი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც.
2. ხათუნა სხირტლაძე და ნიკა ნაყოფია
ექსდეპუტატმა კობა ნაყოფიამ 2009 წელს შვილს ქორწილი სტამბულში ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმრო “კემპინსკში” გადაუხადა. დეპუტატის ვაჟის – ნიკა ნაყოფიასა და “მის საქართველო 2008” ხათუნა სხირტლაძის ქორწილს, მაშინდელი მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც დაესწრნენ. ძვირადღირებულ ქორწილში სტუმრები სპეციალურად ორი ჩარტერული რეისით გადააფრინეს სტამბულში.
3. გიორგი ალასანია და ელენე დუმბაძე
მიხეილ სააკაშვილის მეორე ბიძაშვილმა, ნიკას ძმა, გიორგიმ რამდენიმე წლის წინ ულამაზეს ელენე დუმბაძეზე იქორწინა. ელენე ცნობილი პლასტიკური ქირურგის წოპეს შვილიშვილი გახლდათ და წლები პარიზში ცხოვრობდა. მილიონერმა მამამ ქალიშვილს ლეგენდარული ქორწილი გადაუხადა. პატარაძალს უზარმაზარი შლეიფიანი კაბა ეცვა.
4. ლაკო ბუკია და რეზი მანჯგალაძე
ქართველი მილიონერის, ხობის ბაჟორიტარი დეპუტატის, გოდერძი ბუკიას ქალიშვილი ლაკო ბუკია ორი დღის წინ გათხოვდა. მისი რჩეული რეზი მანჯგალაძეა. გრანდიოზული ქორწილზე მთელი დღეა ძალიან ბევრი იწერება და ქართული ბომონდი ქორწილში გადაღებულ სურათებს აქვეყნებს. ქორწილს მუსიკალურად ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი აფორმებდა. სტუმრებს შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მეუღლესთან, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან ერთად.
5. გიორგი ფიფია და ანანო მიქაძე
რომან ფიფია ცნობილი ქართველი ბიზნესმენია, რომელიც საზღვარგარეთ მოღვაწეობს. 21013 წელს ბიზნესმენის უმცროსმა ვაჟმა გიორგი ფიფიამ ცოლი მოიყვანა და გრანდიოზული ქოწილიც გადაიხადა. მისი მეუღლე მოდელი და მოცეკვავე ანანო მიქაძეა. საქორწილო ცერემონიალი მცხეთაში, რესტორან გუჯარიში გაიმართა და ძალიან შთამბეჭდავიც აღმოჩნდა. სიძე-პატარძალმა საცეკვაო ნომრად ცეცხლოვანი ტანგო შეასრულეს. ამ ქორწილზე დიდხანს ლაპარაკობდა ქართული ბომონდი.