ქართველი გეი იკო მამაკაცებს ტელეფონით სექსმომსახურებას აძალებს

“როდესაც 36 წლის თბილისელი მამაკაცი, პირობითი სახელით გიორგი, უნივერსიტეტში ლექციას კითხულობდა, მოულოდნელად ტელეფონზე მესიჯი მიიღო და ლექციის დამთავრებას აღარ დაელოდა, ისე წაიკითხა. შეთავაზება სკანდალური იყო. ახალგაზრდა ბიჭი სექსმომსახურებას სთავაზობდა. რაც მთავარია, ამაში ანაზღაურებასაც არ ითხოვდა. როდესაც გიორგიმ მესიჯზე საკმაოდ უცენზუროდ უპასუხა, ბიჭი ამანაც არ შეაშინა და პოზების შეთავაზებაზე გადავიდა.
საღამოს ამ ამბის შესახებ რამდენიმე მეგობარს მოუყვა. ბიჭებმა მონათხრობი არ დაიჯერეს და სიტუაციაში გასარკვევად უცხო ნომერზე დარეკვა გადაწყვიტეს. ტელეფონი ბიჭმა აიღო, რომელმაც მამაკაცის ხმის გაგონებისთანავე, მობილური გათიშა და მალე იმავე შინაარსის მესიჯი მისწერა, რაც გიორგის”, – წერს გამოცემა.
როგორც “რეიტინგი” წერს, ყველაზე სკანდალური ამ ფაქტში ისაა, რომ “იკოს” “მსხვერპლი” დაახლოებით 10 მამაკაცი აღმოჩნდა. მათი ასაკი 25-40 წლამდეა.
რედაქციამ ექსპერიმენტიც ჩაატარა და იკოს ნომერზე მამაკაცს დაარეკინა, რომელსაც მსგავსი შინაარსის მესიჯები მოუვიდა რამდენიმე წუთში.
“ვინ არის, რა უნდა და რის მიღწევას ცდილობს იდუმალი სექსმუშაკი, ჯერ-ჯერობით დაუდგებელია. ან რატომ გადაწყვიტა ამ სახით მამაკაცების შებმა და გინებისა და ჩხუბის მიუხედავად, რატომ აგრძელებს სასიყვარულო მესიჯების მიწერას”, – წერს გამოცემა.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები