ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც მსურველებს საკუთარი საცხობის პური უფასოდ დაურიგეს – სიკეთე გადამდებია (ვიდეო)
სიკეთე გადამდებია – ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობა ბევრისთვის რთული გადასატანია. ადამიანები მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის თუ, უბრალოდ, უცნობებისთვის სხვადასხვა კეთილი ქმედებით ცდილობენ არსებული ვითარების შემსუბუქებას.
სოციალური ქსელ Facebook–ის მომხმარებელი, იზო ერაძე საკუთარ გვერდზე წერს ორი ადამიანის შესახებ, რომელსაც პატარა პურის საცხობი აქვს და 14 აპრილს მსურველებს პური უფასოდ დაურიგა:
“#სიკეთეგადამდებია ვაზისუბნის მეორე მიკროში პურის ერთი პატარა საცხობია, რომელიც ორ კეთილ ადამიანს – მამუკა ელბაქიძესა და ზაო ნონაშვილს ეკუთვნის. დღეს მათ უსასყიდლოდ, მთელი დღის განმავლობაში გასცეს ცხელი პური მოსახლეობაზე. ღმერთმა ამრავლოს ასეთი კეთილი ხალხი. დიდი მადლობა მათ მეორე მიკროს მოსახლეობისაგან”, – წერს იზო ერაძე.