ქართველი არტდირექტორი დიმიტრი ჩხეიძე, რომელსაც Calvin Klein, Brandon Maxwell, Paul Walker, Dolce&Gabbana საკუთარი შოუების ორგანიზებას ანდობენ, მალე ცნობილ ამერიკულ სერიალში გამოჩნდება

„მე ის ტიპი ვარ, რომელსაც ლიდერობა უყვარს და სურს, იყოს გამორჩეული. ამიტომაც ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარდა“, – თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიმიტრი ჩხეიძე დღეს ერთ-ერთი წარმატებული ქართველია მოდის ინდუსტრიაში.
მისი სახელი ნიუ-იორკის და არა მხოლოდ ნიუ-იორკის მაღალი მოდის სფეროში ბევრმა იცის. მან მცირე დროში მოახერხა, გამოცდილება, მიზნები სწორად წარემართა და ნიუ-იორკში, ოთხი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მოდის კვირეულის: New York Fashion Week, Couture Fashion Week, Style Fashion Week, World Fashion Parade არტდირექტორი გამხდარიყო. ემუშავა „ქელვინ კლაინის”, „ბრენდონ მაქველის” შოუებზე, ცნობილი ჟურნალისთვის გადაეღო „დოლჩე გაბანას” ახალი კოლექცია…
დიმიტრი ჩხეიძე: „სთაილ ფეშენ ვიქზე“ Malan Breton-ის შოუ დავდგი, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა, სტუმრებს შორის იყო რიჰანა. მქონდა Paul Walker-ის, Alex vinash-ის შოუებიც. ასევე, Couture Fashion Week-ის დამფუძნებლისა და მეპატრონის, Andres Aquino-ს შოუს მთლიანი ორგანიზების ავტორი მე ვიყავი.
საინტერესო დიზაინერი იტალიიდან Alex Vinash რამდენიმე წელია, ნიუ-იორკში მოღვაწეობს, იგი პერის ჰილტონის დიზაინერია. თავად პერის ჰილტონიც გამოდიოდა მის შოუზე. შოუს ესწრებოდნენ, ასევე, ლეონარდო დიკაპრიო. მარიანო დი ვაიო, ბექჰემიც გვყავდა სტუმრად.
ამის გარდა, მიმიწვიეს კანადასთან ახლოს, ქალაქ სირაკუზში, სადაც „ESMERALDS INTERNATIONAL FASHION SHOW” წარმოვადგინე, რომელმაც ასევე წარმატებით ჩაირა, ძალიან კარგად დამხვდნენ”.
ცოტა ხნის წინ ასევე ჩამაბარეს მაიმის მოდის კვირეულის ორგანიზება, სადაც Marc Jacobs-ის, Brendon Maxwell-ის, Andres Aquino -ს,David Tupaz -ის, Malan Brenton -ის შოუებზე ვიმუშავე. ყველაფერმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა…
განსაკუთრებით მიყვარს „ბრენდონ მაქსველთან“ მუშაობა. მის შოუს ზედიზედ რამდენიმე წელია ვუკეთებ ორგანიზებას. ის ძალიან წარმატებული დიზაინერია, ლედი გაგას პირადი სტილისტია.
ერთ დღეს, შოუს დაწყებამდე, კულისებისა და სცენის ორგანიზებისას, ლედი გაგა მოვიდა. არ ვიცი, რა დაემართა: სანამ შოუ დაიწყებოდა, ლედი გაგა კიბეზე ჩამოდიოდა. უცებ ხელები გაშალა, წამოვიდა და ჩამეხუტა. ერთმანეთს არ ვიცნობდით, პირველად ვნახე. მეც ასე, ჩახუტებული რამდენიმე წუთის განმავლობაში ვიდექი…“
დიმიტრი ჩხეიძემ ცოტა ხნის წინ ძალიან ცნობილი ინდოელი დიზაინერის მანიშ მალჰოტრას შოუ გააკეთა. მანიში დღეს ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიზაინერია. ბოლივუდის თითქმის ყველა ცნობილ ფილმში მსახიობებს სწორედ მისი შექმნილი სამოსი აცვიათ. ინდოელი მილიონერები კი სხვადასხვა ივენთზე, ქორწილზე სწორედ მალიშის გლამურული კაბებით იწონებენ თავს.
დიმიტრი ჩხეიძის ორგანიზებულ შოუს ცნობილი მსახიობები, წამყვანები, ბიზნესმენები ესწრებოდნენ. მანიშმა დიმიტრი ჩხეიძეს ბოლივუდის ფილმში თამაშიც კი შესთავაზა, თუმცა ქართველმა არტდირექტორმა უარი განუცხადა, რადგან ბოლივუდი მის ინტერესებში არ შედის. დიმიტრი ცნობილ ამერიკულ სერიალში გადაიღეს, რომლის ახალი სეზონი ცოტა ხანში გამოვა ტელევიზიით…

 
ევა კაპანაძის ფოტო

ევა კაპანაძის ფოტო

  ევა კაპანაძის ფოტო

ევა კაპანაძის ფოტო

 

კომენტარები

სხვა სიახლეები