„ქართველები გვიან ვიღვიძებთ, ამიტომ MCDONALDS-ში საუზმის მენიუ ვერ შემაქვს“

„ქართველები გვიან ვიღვიძებთ, ამიტომ საუზმის მენიუ Mcdonalds-ში ვერ შემაქვს“, – ამბობს bm.ge-თან ბიზნესმენი თემურ ჭყონია.
მისი თქით, “12:00 საათზე უკვე საუზმის დრო გადასულია და ქსელში მსგავსი მენიუს დამატებას აზრი არ აქვს“.
“ევროპაში, ძირითადად, საუზმეს 08:00 საათზე ან უფრო ადრე იწყებენ; იქ Mcdonalds-ში მსგავსი მენიუ გამართლებულია, თუმცა ქართულ რეალობაში ჯერ ვერ გადმომაქვს, რადგან საქართველოში საუზმის დრო ლამის ევროპის ლანჩის დროს ემთხვევა“, – აცხადებს ჭყონია.
ბიზნესმენი bm.ge-თან 2019 წლის გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოში “კოკა-კოლას” ახალი ქარხანა გაიხსნება;
„ამ დროისთვის დანადგარების დამონტაჟებას ველოდებით“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ: „კოკა-კოლას“ ახალი ქარხანა მუხრანის ველზე 18 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული და მის მშენებლობაში, დაახლოებით, 22 მილიონი ევროს ინვესტიციის ჩადება იგეგმება.

წყარო:http://www.bm.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები