“ქართველები არც ცუდები ვართ, არც – ბანძები… ამის თქმა მავნებლობაა” – გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ქართველებსა და საქართველოზე პოსტს აქვეყნებს:

“ქართველები არც ცუდები ვართ, არც – ბანძები, არც – ავები, არც – ზარმაცები, არც – უნიჭოები.
საერთოდ, ამის თქმა მავნებლობაა.
დიდი უბედურებაა რამდენიმე ადამიანის გამო მთელი ერის ერთ ქვაბში მოხარშვა.
ცუდი და ბანძი ერი რომ ვყოფილიყავით, ვერც ანბანს შევქმნიდით, ვერც სვეტიცხოველს ავაგებდით, ვერც დიდგორს მოვიგებდით, ვერც “ვეფხისტყაოსანს” დავწერდით, ვერც “კრიმანჭულს” ვიმღერებდით ოთხ ხმაში, ვერც “ჯარისკაცის მამას” გადავიღებდით, ვერც 484 კილოგრამ შტანგას ავწევდით და კიდევ მილიონობით “ვერც” იქნებოდა.
საქართველოში საუკეთესო ადამიანები ცხოვრობენ.
დანარჩენს ცოდნა და გამოცდილება მოიტანს და ამისკენ ვესწრაფოთ”, – წერს ჩანადირი. 

კომენტარები

სხვა სიახლეები