ქალმა 38 კილოგრამი დაიკლო, რომ ლამაზად გათხოვილიყო (ფოტოკოლაჟი)

ბევრი გოგონა ოცნებობს დაუციწყარ ქორწილზე, თუმცა ყველა არ არის მზად, ამ “დიდი დღისთვის” სხვა ადამიანად გადაიქცეს. საქმე ეხება არა მხოლოდ სამოსს, მაკიაჟსა და ვარცხნილობას. როდესაც ბრიტანელ კლერ კროუტერს საყვარელმა ადამიანმა ხელი სთხოვა, გოგონამ დაიფიცა, რომ გახდებოდა და სასურველ კაბასაც ჩაიცვამდა. მართლაც, იმდენი ივარჯიშა, ნამდვილ ფიტნეს-პრინცესად იქცა.
მის მეგობრებს და მის მიჯნურსაც კარად ახსოვთ, როგორ გამოიყურებოდა და როგორ ცხოვრობდა, როცა ერთი ჩვეულებრივი მარტოხელა დედა იყო. სამუშაოსგან დაღლილი, ბევრი პრობლემით, ცოტა დროს უთმობდა საკუთარ თავს. თავისუფალ დროს პუტკუნა კლერი, რომელიც ბებიაქალობას სწავლობდა, ტელევიზორთან იჯდა, პიცითა და ნაყინებით. მისი გოგონა მოლის მენიუც ამავე “დელიკატესებისგან” შედგებოდა. ახლა იხსენებს, რომ ყოველი მორიგი სტრესის თუ უბრალო ღელვის დროს საკვებს დასწვდებოდა, საყვარელ ფუნთუშას თუ ჰამბურგერს, და ასე ებრძოდა პრობლემებს. აი, როგორი იყო მანამდე.
mshoblebi
როდესაც კლერი სტივენს შეხვდა, დიდხანს არ უშვებდა ახლოს – ეჩვენებოდა, რომ ეს სიმპათიური მამაკაცი დასცინებდა, გულს გაუტეხავდა. თუმცა ანდ დაუმტკიცა, რომ მართლა უყვარდა, ერთ დღეს კი, ხელიც სთხოვა. კლერი ამ წინადადებასაც სტრესუთ შეხვდა – 160-სანტიეტრიანი სიმაღლისა

90 კილოგრამს იწონიდა და ვერ წარმოედგინა თავი ლამაზ პატარძლად. მიუხედავად იმისა, რომ სტივენს არასდროს მიუნიშნებია მის გარეგნობაზე და არც ურჩევია ოდესმე, გახდიო, კლერმა მაინც გადაწყვიტა, რომ ცოტა უნდა მოსულიყო ფორმაში.
mshoblebi
როგორც კლერი ახლა იხსენებს, დაახლოებით სამი წელი აგრძელებდა “გასახდომ მარათონს”, ნაბიჯ-ნაბიჯ. ბევრი ვარჯიშით და მოწესრიგებული კვებით მიაღწია შედეგს და თანხმობაც განუცხადა საყვარელ მამაკაცს. სტივენმაც, მის საგულშემატკივროდ, ვარჯიში დაიწყო და მართალია, წონის პრობლემა არ ჰქონია, თუმცა ნავარჯიშევი ტანით ვერ დაიკვეხნიდა. მიჯნურის აყოლას კი ის მოჰყვა, რომ ახლა სტივენიც შესანიშნავ ფორმაშია.
mshoblebi
აი კლერი კი, ნამდვილ მოდელად იქცა. პირველ წელს 25 კილოგრამი დაიკლო და როგორც ამბობს, მაშინვე გაიკეთა ოპერაცია, რომ დაკიდებული კანი დაეჭიმათ. ოპერაციის მერე ძალები აღიდგინა და განაგრძო დაუღალავი შრომა. როცა მიზანს მიაღწია, სტივენმა კიდევ ერთხელ სთხოვა ხელი და ამჯერად კლერი მას დათანხმდა. წყვილმა იქორწინა და მათ შესახებ რამდენიმე სოლიდურმა გამოცემამ დაწერა.
mshoblebi
კლერი ახლა ნამდვილი ფიტნეს-მოდელია და მარტალია, ბებიაქალად მუშაობას განაგრძობს, შეიძლება, მისი ცხოვრება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს – რამდენიმე წინადადება მიიღო სპორტული კვებისა და სავარჯიშო სამოსის ბრენდებისგან, რომ მათი პროდუქცია დაარეკლამოს.
“აი, ახლა კი ჩემს გოგონას კარგ მაგალითს ვაძლევ”, – ამბობს კმაყოფილი ფიტნეს-დედა.
mshoblebi

 

წყარო: www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები