ქალმა ქმრისა და საყვარლისგან ტყუპი გააჩინა

ჩინელმა ქალმა ქმრისა და მეგობარი კაცისგან ტყუპი გააჩინა. ამის შესახებ გამოცემა Metro წერს. უჩვეულო შემთხვევა ფუძიანის პროვინციაში მოხდა. ბავშვების დაბადების შემდეგ, მამას ეჭვი შეეპარა, რომ ერთ-ერთი ახალშობილი მისი იყო, რადგანაც ტყუპები ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავდნენ. დნმ-ის ანალიზმა მამის ეჭვი დაადასტურა. თავიდან, ქალი ქმარს ანალიზის პასუხების გაყალბებაში ადანაშაულებდა; თუმცა, მოგვიანებით, აღიარა, რომ მას ღალატობდა. ქმარი მხოლოდ ბიოლოგიური შვილის მამობას დათანხმდა. ორი, ან რამდენიმე კვერცხუჯრედის განაყოფიერება სხვადასხვა პარტნიორის სპერმატოზოიდით, (ჰეტეროპატერნალური სუპერფეკუნდაცია) ძირითადად, ცხოველებში გვხვდება, ადამიანებში კი იშვიათი მოვლენაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები