31 წლის ჟაკლინ სუზამი კოლორადო-სპრინგსიდან მას მერე დააპატიმრეს, რაც მან თავისი საქმრო დანით მოკლა.
ჟაკლინ სუზამმა ეს ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა, რადგან საყვარელი ადამიანის ყოფილი მეგობარი გოგოს გამო იეჭვიანა.
33 წლის ბრენდონ უოტკინსი საკუთარი სახლის სამზარეულოში მოკლული იპოვეს. მისმა საცოლემ ჟაკლინმა კი პოლიციელებს განუცხადა, რომ ბრენდონი მაშინ მოკლეს, როცა თავად ის აბაზანაში იყო, მაგრამ ოფიცრებმა სახლში ვინმეს შეჭრის კვალი ვერ აღმოაჩინეს. შემდეგ ქალმა ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ საქმრომ ჩხუბის დროს თავი მოიკლა. შემდეგ კიდევ ერთი ვერსია წარმოადგინა – მან ოდნავ ხელი კრა ბრენდონს და ის დანაზე დაეცა.
მოგვიანებით კი გაირკვა, რომ წყვილმა ქორწილის დაგეგმვის დროს იჩხუბა. ბრენდონს სურდა, ყოფილი შეყვარებული დაეპატიჟებინა, ჟაკლინმა კი იეჭვა, რომ მათი ურთიერთობა გრძელდება. ეჭვიანმა პატარძალმა მამაკაცს სტეიკების დანა დაარტყა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ქალი დაკავებულია, მისი სასამართლო პროცესი 1-ელ აგვისტოს გაიმართება.
სხვა სიახლეები