30 წლის ნიუ-იორკელმა ეიპრილ ბრიუკერმა საქმრო მის სათამაშოებზე ეჭვიანობის გამო მიატოვა. მამაკაცს აღიზიანებდა, რომ ქალი თავის სათამაშოებს შვილებს უწოდებდა და, უფრო მეტიც, მათ ცალკე საძინებელი გამოუყო. საქმრომ თხოვა მას, რომ სათამაშოებისთვის ამდენი დრო არ დაეთმო. ქალმა სათამაშოებზე მზრუნველობა რაღაც პერიოდის განმავლობაში შეამცირა, თუმცა რვა თვის შემდეგ ისინი დაშორდნენ, რადგან ქალმა არჩევანი სათამაშოების სასარგებლოდ გააკეთა. ბრიუკერის განცხადებით, მას ძალიან აშფოთებდა საქმროს მოთხოვნა. როგორც გოგონა აცხადებს, საქმრო მიიჩნევდა, რომ მას საერთოდ არანაირი სათამაშო არ უნდა ჰქონოდა. ეიპრილისთვის ეს მოთხოვნა მეტად სასტიკი აღმოჩნდა, გოგონა 13 წლიდან აგროვებდა თოჯინებს და თავის პატარა კოლექციას ქმნიდა. დღეს მის კოლექციაში 16 თოჯინაა. აღსანიშნავია, რომ გოგონა საკუთარ გატაცებაში დიდ ფულსაც დებს. ჯამში, თოჯინების შეძენაში, მათ ვარცხნილობებსა და კაბებში ეიპრილმა 200 ათასი დოლარი დახარჯა.