ქალმა ორგაზმის იმიტირება უფრო კარგად უნდა იცოდეს, თუ ხინკლის მოხვევა – ნინა წკრიალაშვილის პასუხი

მეც გამიკეთებია ორგაზმის იმიტირება, ერთი ორჯერ, ალბათ დაიჯერეს“, – ამის შესახებ მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა ტელეკომპანია “ტაბულას” გადაცემაში „მძიმე კაცთან“ განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე, ქალმა ორგაზმის იმიტირება უფრო კარგად უნდა იცოდეს, თუ ხინკლის მოხვევა, ნინა წკრილაშვილმა თავდაპირველად აღნიშნა, რომ „იმიტირება რა უბედურებაა, არა, მე ჯანმრთელი ვარ“ . თუმცა, რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ საუბარი გააგრძელა და განმარტა, რომ მას ცხოვრებაში ორჯერ ორგაზმის იმიტირება გაუკეთებია.
„მეც გამიკეთებია იმიტირება, ერთი – ორჯერ, ალბათ, დაიჯერეს. რამდენიმე მიზეზი არსებობს, როდესაც ქალი აკეთებს ორგაზმის იმიტირებას. პირველი – მამაკაცებს ხომ ჰგონიათ, რომ მხოლოდ მაშინ ეკარგებათ ღირსება, როდესაც სექსუალური პრობლემა იქმნება, ან თვითონ ექმნებათ პრობლემა, ან ქალი ვერ დააკმაყოფილეს, ნუ, ეს პრინციპში ძალიან ცოტას აქვს, რომ ქალი ვერ დააკმაყოფილოს. მთავარია, თვითონ იყვნენ დაკმაყოფილებულები და ქალს ვინ დაეძებს. თუმცა ქალები ფიქრობენ პირიქით, რომ მამაკაცს აი ეს „ღირსება“ არ შეელახოთ და იმიტაციას აკეთებენ, ან ეზარებათ და უნდათ, რომ მალე დამთავრდეს სექსი და, რომ ასე გააკეთონ, არ ვიცი რატომ აკეთებენ ასე“, – აღნიშნა ნინა წკრილაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები