“ქალმა მიწისძვრა თუ ვერ იგრძნო, მე რა უნდა ვაგრძნობინო”- სახალისო კომენტარები მიწისძვრის შემდეგ

მიწისძვრის შემდეგ, სოციალურ ქსელში არაერთი სახალისო პოსტი და კომენტარი გავრცელდა:
“მიწა რომ აცრილი ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდაო”
“ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს”
“რა გაუვარდა ამურს ამისთანა?”
“ქალმა ეს მიწისძვრა თუ ვერ იგრძნო, მე რაღა უნდა ვაგრძნობინო”
“ოგრძენით მეზობლებო? ცოლი მოვიყვანე”
“მგონი მისტერ ვალენტინის გამო ვისჯებით”
“ნეტა ჩემს ქრაშს ტვინი თუ შეუქანდა და თუ მომწერს”
“ზეზვას და მზიას ვალენტინობა იყო დმანისში”
“ემ კვადრატსა და აქსის დღეიდან ერთი სადარბაზო გვაქვს”
“ისეთი მიწისძვრა იყო, ჩემმა 4 თვის შვილმა “დედაო”
“გადმოცემის თანახმად, თბილისში არსებობს ადამიანი, რომელსაც ჯერ კორონა არ ჰქონია და ვერც მიწისძვრა იგრძნო”
“სომხებმა ჩვენიაო”
“მიწისძვრა მოერევა თუ კორონა?”
“არხის პოლიტიკის მიხედვით, ზოგან ბიძინამ გამოიწვია, ზოგან ბიძინამ აღკვეთა”
“მიწისძვრაზეც აღარ გამოდის ხალხი ქუჩაში”
“სვანმა თქვა ისეთი მიწისძვრა იყო, ძლივს შევასწარი სახლშიო”
“მიწისძვრა ერევა, არანაირი აცრა არ შველის”
“რამდენი წმინდანის სახელი სცოდნია ჩემს დას, გაოცებული ვარ”

“,,პოლიციის ძაღლებმა იოლად რომ მიპოვნონ, კისერზე ძეხვი დავიკიდე და დავწექი დასაძინებლად.,,”

“მარტო მე ვდგავარ დაბლა ოქროებით და ლეპტოპით ხელში?”

“აცრილებმაც იგრძენით?”

კომენტარები

სხვა სიახლეები