ინდონეზიის ქალ ფრენბურთელთა ნაკრების წევრმა აპრილია მანგანანგმა კარიერის დასრულების შემდეგ აღმოაჩინა რომ კაცია.
კარიერის დასრულების შემდეგ მან გადაწყვიტა არმიის სამსახურში ჩამდგარიყო, სადაც გენეტიკური ანალიზი დასჭირდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ის დაბადებიდან კაცია.
როგორც ირკვევა, ჰიპოსპადიით დაიბადა, რაც მამაკაცის სასქესო ორგანოს სტრუქტურაში ანომალიას ნიშნავს მედიკოსებმა კი მკურნალობის ნაცვლად მას ცნობარში მდედრობითი სქესი ჩაუწერეს.
ყოფილმა ფრენბურთელმა პრობლემის აღმოსაფხვრელად ოპერაცია გაიკეთა, სახელი აპრილია კი აპრილიოდ გადაიკეთა.