“ქალი რო ამ დონეზე დაეცემა და გაიბანძებს თავს, ის უკვე ყველაფრის ღირსია” – საზოგადოების რეაქცია ჩცდ-ის ბოლო სერიაზე
სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ახალ სეზონში, სადაც ყველაზე აქტუალურ თემას – პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას სერია მიუძღვნეს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“კვირა+” გთავაზობთ კომენტარებს:
,,ადამიანებს, რომელთაც პირადი ცხოვრება არ გააჩნიათ, მუდმივად აინტერესებთ სხვების ცხოვრება. და ასეთი უმრავლესობაშია ქვეყანაში იმიტომ, რომ ბევრია ცხოვრებაწართმეული და სხვისი ცხოვრების ამბებით იკვებებიან”;
,,კაით, ნუ გადაგვაყოლეთ მაკას “ქინძაობას”;
,,რა მახინჯი საზოგადოებაა, სხვის პირად ცხოვრებაში უხეშად შეჭრა და ქილიკით ადამიანის ფსიქიკის შერყევა ყველაზე დიდი არაადამიანობაა. მახინჯი ბრბო ზუსტად ასე იქცევა. მაკა ერთი უბედური ქალია, უბედური თავისი ქალური ცხოვრებით და მის ტკივილზე ფეხის დაჭერა გულის ამრევი საქციელია”;
,,მაკა აღარასოდეს დაკავდება სექსით!
რა ქალი გააუქმეს?!”,
,,ქალი რო ამ დონზე დაეცემა და გაიბანძებს თავს, ის უკვე ყველაფრის ღირსია”.
“აუ რ 2 არ მევასება, მარა ეს სერიალი ნამეტანი ზუსტად აღწერს ჩვენს საზოგადოებას”
“ეს დაღლილი კაცი ვინღაა?”
“და მამამისი ყვავილის თესლისგან აღმოცენდა? არ იცოდა ეგ ამბავი თუსასაცილოები ხართ ყველა ვინც ასე ფიქრობთ”
“კომენტარებში ხო შევიცხადეთ სულ ყველამ,ვაიმე რა რეაქციები ჰქონდათ,როგორ არ ანუგეშესო,მაგრამ დარწმუნებული ვარ უმეტესობას გულის სიღრმეში მაინც იგივე რეაქცია ექნებოდა,რაც იმ ბრბოს ჰქონდა სერიალში:))უბრალოდ ასე მოხდა რეალობაშიც.”
“მე ვნახე მაკას ვიდეო, გავოცდი, ისეთი ფანტაზიები ქონია. 69 ყვარებია მაგრა.”
“ჩვენი თაობის ტრადიციული ტვირთი”