32 წლის დენიელ დიკი ტყუპის გაჩენიდან ათ თვეში გარდაიცვალა. 2011 წლის შემოდგომაზე, ქალს მელანომა ამოკვეთეს, რის მერე ხუთი წლის განმავლობაში ის გამოკვლევებს იტარებდა და რეციდივი არ ჰქონია. 2015 წელს მან პირველი შვილი გააჩინა. მეორე ორსულობის დროს დენიელს უცნაური სიმპტომები გაუჩნდა-მალე იღლებოდა და ლაპარაკი უჭირდა. ორსულობის მეხუთე თვეზე მას ერთი ფრაზის თქმაც კი უძნელდებოდა, რის გამოც ის საავადმყოფოში წაიყვანეს. იქ კი გაირკვა, რომ ქალს ტვინსა და კუჭნაწლავში მეტასტაზები ჰქონდა. ექიმებმა ისინი ამოკვეთეს, პაციენტს კი განუცხადეს, რომ თუ კი სხივურ თერაპიას დაუყოვნებლივ დაიწყებდა, კიდევ ხუთ წელს იცოცხლებდა, მაგრამ დენიელმა ამაზე უარი თქვა, რადგან ეშინოდა, რომ თერაპია ტყუპებს დააზიანებდა. მან მკურნალობა მხოლოდ ივლისში დაიწყო, მშობიარობის შემდეგ. სამწუხაროდ, დაავადება იმდენად გავრცელებული იყო მის ორგანიზმში, რომ ათი თვის შემდეგ ფატალური შედეგი დადგა.
დენიელს საკუთარი ინტერნეტ გვერდი ჰქონდა, რომელსაც მუდმივად ანახლებდა. მას სურდა ადამიანებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავთვისებიანი სიმსივნეს დიაგნოსტიკამ ადრეულს სტადიებზე შესაძლოა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.
სხვა სიახლეები