ქალი, რომელიც 27 წელი კომაში იყო, გონზე მოვიდა

გერმანიაში კლინიკის პაციენტი ქალი, რომელიც კომაში 27 წელს იყო, გონზე მოვიდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი იუწყება.
არაბთა გაერთიანებული საამიროების მკვიდრმა, მუნირ აბდულამ ტრავმა ავარიის დროს 1991 წელს მიიღო. მის მანქანას ქალაქ ალ-აინში სასკოლო ავტობუსი დაეჯახა. ავტომობილში მისი პატარა შვილიც იჯდა. დედა მას გადაეფარა და გადაარჩინა.
მუნირა ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი დიაგნოზის დასასმელად ლონდონში გადაიყვანეს. ექიმები აცხადებდნენ, რომ ქალი კომაში იყო, თუმცა შეგრძნებები ჰქონდა და ტკივილს განიცდიდა. მოგვიანებით, ის სამშობლოში დააბრუნეს, სადაც მრავალ წელს ხელოვნურ კვებაზე ჰყავდათ და ფიზიოთერაპიას უტარებდნენ.
2017 წელს პრინცმა მოჰამედ ბენ ზაიდმა აბდულას ოჯახის სიტუაციის შესახებ გაიგო და გერმანიაში მუნირას მკურნალობა უზრუნველყო. ერთი წლის შემდეგ, მუნირამ ბგერების გამოცემა დაიწყო, რამდენიმე დღის შემდეგ კი გაიღვიძა და შვილის სახელი წარმოთქვა.
ქალბატონი აბუ-დაბიში უკვე დაბრუნდა და მკურნალობას განაგრძობს. მას კუნთების ატროფიის მოსარჩენად ფიზიოთერაპია ესაჭიროება.

კომენტარები

სხვა სიახლეები