დედოფალი ელისაბედი არის ქალი, რომელიც ბრიტანულ მოდაში ამინდს ქმნის,- წერს ბრიტანული გამოცემა „DAILY MAIL”. მისი ტანსაცმლის კარადები საოცრად მრავალფეროვანია. დედოფლის გარდერობებში კლასიკური და ელეგანტური საღამოს კაბებიდან დაწყებული, ყველა სტილის, სიგრძისა თუ ფერის ტანსაცმელს ნახავთ. ახალგაზრდობიდან დღემდე, წლებთან და მოდის ცვლილებებთან ერთად, იცვლებოდა მისი დრეს-კოდიც. სამეფო ეტიკეტის მიუხედავად, რომელიც მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული, ელისაბედ მეორის ტანსაცმლის კარადებში, თვალწარმტაცი დიზაინით შექმნილი ბეწვეული, ქურქები, ღია ფერის ფერადი მოკლე კაბებიც კი (ძირითადად ახალგაზრდობის დროინდელი) ჰკიდია. ცალკე აღსანიშნავია მისი ქუდების კოლექცია და საიუველირო ძვირფასეულობის ნამდვილი შედევრები.
გთავაზობთ დედოფლის ფოტოებს, რომელიც გამოცემა „DAILY MAIL”- მა გამოაქვეყნა და სადაც ნახავთ ბრიტანეთის დედოფლის უზადოდ გემოვნებიან ჩაცმის სტილს სხვადასხვა დროსა და გარემოებებში.