ქალი-პოლიციელი სამსახურიდან „შიშველი სელფის“ გამო გაათავისუფლეს (ფოტო)

მკაცრი პოლიციელი-ქალი ნიდია გარსია ეროტიკული ქვეტექსტის მქონე სკანდალში გაეხვა. ნიდიას „შიშველი სელფების“ გადაღება ჰყვარებია და საკუთარი მკერდი მან მთელ ფეისბუქს, მთელ მსოფლიოს დაანახა. და რაც ყველაზე სკანდალურია, პოლიციელმა მკერდი სამსახურეობრივ მანქანაში, მორიგეობის დროს გადაიღო. ამის შემდეგ ნიდია ცნობილი არა მარტო სოციალურ ქსელში გახდა. სტატიები მისი „შიშველი სელფების“ შესახებ გაზეთებშიც დაიბეჭდა. რაც შეეხება პოლიციის დეპარტამენტის რეაქციას, ოფიცერი ნიდია გარსია სამსახურიდან იმავე დღეს გაათავისუფლეს.
ამის შემდეგ პოლიციელმა ქალმა სოციალურ ქსელში გულწრფელი პოსტი გამოაქვეყნა და ბოდიში თავის ორ შვილს, ნათესავებს, პოლიციას და ფეისბუქის ყველა მომხმარებელს მოუხადა. როგორც ჩანს, პოლიციაში ამის შემდეგ ცოტათი დარბილდნენ და ნიდიას ბედის გადაწყვეტის უფლება მის პირდაპირ უფროსებს დაუტოვეს.
13059784_1172702452769991_336964089_n

კომენტარები

სხვა სიახლეები