კანადაში წყვილი კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმეს, პოლიციამ შენიშნა, რომ ქალი ქმარს ძაღლის საბელით „ასეირნებდა“.
მოგეხსენებათ კანადაში კომენდანტის საათის დროს მოქალაქეებს სახლთან ახლოს მხოლოდ ძაღლების გასეირნების უფლება აქვთ.
სამართალდამცველებმა წყვილი ქუჩაში 21:00 საათზე შენიშნეს. მათ პოლიციელებს აუხსნეს, რომ შინაური ცხოველებისთვის დაწესებულ წესს ემორჩილებოდნენ და სამართალდამცველებთან არ თანამშრომლობდნენ. შედეგად, თითოეულ მათგანს $1 212 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.