ამერიკელი მასწავლებელი ინდიანადან ჯესიკა ჰეიზი ამბობს, რომ ცოლად იესო ქრისტეს გაყვა. უცნაური ცერემონია ქალაქ ფორტ უეინში გაიმართა და ხალხის ყურადღება მიიპყრო.
”მოსწავლეები მეკითხებოდნენ, უნდა დაეძახათ თუ არა ამიერიდან ჩემთვის მისის ქრისტე. არა, მე ისევ გასათხოვარი ვარ, მაგრამ ცოლად იესოს გავყევი”, –
განაცხადა 38 წლის ქალმა.
ისეთი ქალები როგორიც ჯესიკაა, ამერიკაში 230-ია, მთელ მსოფლიოში კი დაახლოებით 3 500. ისინი ოფიციალურად და ნებაყოფლობით უძღვნიან თავს ღმერთს და უარს ამბობენ ინტიმურ კავშირზე.
ჰეიზი ფორტ უეინის სკოლაში რელიგიის მასწავლებელი გახლდათ. ამბობს, რომ ”ქრისტეს ცოლობის” გადაწყვეტილება მრავალწლიანი ლოცვების და თვითანალიზის შემდეგ მიიღო. ჯესიკამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ განაგრძობს ამქვეყნიურ ცხოვრებას, მაგრამ აღარ ექნება უფლება სხვა ვინმეს გაყვეს ცოლად.
”ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანის მოწოდებაა ქორწინება. მთავარია, ვინ როგორ გაიგებს ამ საკითხს. მე იესო ქრისტეს გავყევი ცოლად”, – განაცხადა ჯესიკამ.
წყარო: http://www.ambebi.ge