ქალებს, რომლებიც პროდუქტის მოსაპარად მუსლიმურ სამოსს იყენებდნენ, ნაქურდალი მაღაზიიდან გასვლამდე დაეფანტათ (ვიდეო)
ლონდონის აღმოსავლეთით მდებარე დეგენჰამის სუპერმარკეტში ორი ქალი შეეცადა, მარკეტიდან სხვადასხვა სახეობის საკვები მოეპარა. ქალები მუსლიმურ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები და საკვებს სწორედ მათ ქვეშ მალავდნენ. მარკეტიდან გასვლამდე, ქალებს საკვები იატაკზე დაეფანტათ, რის შედეგადაც მათ გარშემო მარკეტის დაცვა და პოლიცია მობილიზდა. ეჭვმიტანილებს 20-მდე პროდუქტი აღმოაჩნდათ დამალული.