სტეფანო ბოერი თანამედროვე მეგაპოლისებს “კოშმარს” უწოდებს. ის დემაგოგი არაა, ის მოქმედი პირია. ბოერი 10 წლის განმავლობაში ატარებდა ვერტიკალური ბაღების იდეას. მისი პროექტების დიდი ნაწილი ჯერ ისევ ქაღალდებზეა, მაგრამ არქიტექტორმა მთავარს მიაღწია – მისი ხმა გაიგონეს. დღეს ის ერთადერთია, ვინც ჩინეთისთვის ეკოკატასტროფისგან გადარჩენის გზა მოიფიქრა.
1979 წელს სტეფანო ბოერი ჩინეთს ეწვია და მიხვდა, რომ ქალაქები მტვრისგან იხრჩობა, ყრუვდება მანქანების ხმაურისგან და ჩიტების გარეშე კვდება.
“ჩემს სიცოცხლეში იმდენი ცათამბჯენი მაქვს ნანახი, შუშის ფასადებით, რომ დავიწყე ფიქრი, როგორ გავაადამიანურო მათი გარეგნობა”,- ამბობს არქიტექტორი.
გააადამიანურო ქალაქი და გადაარჩინო მასში ბუნება – ამაში მდგომარეობს ბოერის მისია. კონცეფციის პოპულარიზაცია არქიტექტორმა მილანიდან დაიწყო.