ქათმის წვნიანი

ინგრედიენტები: ქათამი – 1,5 ნახევარი, მაკარონი ვარსკვლავების ფორმის – 250 გრ, კარტოფილი – 250 გრ, სტაფილო – 250 გრ, ხახვი – 150 გრ, დაფნის ფოთოლი – 2 – 3 ცალი, პილპილი, მარილი, მწვანლი – გემოვნებით.

მომზადების წესი: ქათამი ნაჭრებად დავჭრათ, ქვაბში მოვათავსოთ. შემდეგ მარილი, პილპილი და წყალი დავუმატოთ და მოვხარშოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ. საშუალო ზომის სტაფილო გავხეხოთ. კარტოფილი კი კუბიკებად დავჭრათ. მოხარშული ქათამი ქვაბიდან ამოვიღოთ, ხოლო ნახარშში კარტოფილი მოსახარშად ჩავყაროთ. შემდეგ ხახვი და სტაფილო დავუმატოთ. ცოტა ხანში კი – მაკარონი და დაფნის ფოთოლი. უკვე მზა წვნიანი დავამარილოთ, მოხარშული ქათამის ნაჭრები ჩავალაგოთ. ბოლოს კი წვრილად დაჭრილი მწვანილი მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები