ინგრედიენტები:
ქათმის ფილე – 500 გრ,
ბეკონი – 200 გრ,
პამიდორი – 300 გრ,
კიტრი – 300 გრ,
სოკო – 300 გრ,
ყვავილოვანი კომბოსტო – 300 გრ,
მარილი, მწვანილი.
მომზადების წესი: ფილე , სოკო და პამიდორი საშუალო ნაჭრებად დავჭრათ. ბეკონი სიგრძეზე. კიტრი – კუბიკებად. ყვავილოვანი კომბოსტო გავარჩიოთ. საცხობ ფორმაში ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ, კარგად ავურიოთ, მარილი მოვაყაროთ და ღუმელში 180 გრადუსზე 35-40 წუთით შევდგათ. უკვე მზა კერძს წვრილად დაჭრილი მწვანილი მოვაყაროთ.