ქათმის სალათი ქლიავის ჩირით

ინგრედიენტები: ქათმის ხორცი; 3 ც. მოხარშული კვერცხი; 1 ც მჟავე კიტრი 10 ც. შავი ქლიავის ჩირი; მაიონეზი გემოვნებით.
მომზადების წესი: ქათმის ხორცი მოვხარშოთ, წვრილად დავჭრათ და მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ დაჭრილი კიტრი და კვლავ მაიონეზი მოვასხათ. მდუღარე წყალში შავი ქლიავი დავალბოთ, წვრილად დავჭრათ და ქათმის ხორცს მოვაყაროთ. მოხარშული კვერცხი გავხეხოთ, მოვაყაროთ სალათს და მოვასხათ მაიონეზი. სალათის ზედაპირი მოვასწოროთ და შევდგათ მაცივარში.

კომენტარები

სხვა სიახლეები