ინგრედიენტები: ქათმის ფილე – 300 გრ; ავოკადო – 2 ცალი; ბულგარული წიწაკა – 200 გრ; ლიმონის წვენი – 3 ს/კ; ქინძი, მარილი მაიონეზი.
მომზადების წესი: ქათმის ფილე მოვხარშოთ, გავაცივოთ და წვრილად დავჭრათ. პომიდორი და ბულგარული წიწაკა – კუბიკებად. ავოკადო გავფცქვნათ და ისიც კუბიკებად დავჭრათ, თასში ჩავყაროთ და ზემოდან ლიმონის წვენი მოვასხათ. შემდეგ ფილე, ჩერი, ბულგარული წიწაკა დავუმატოთ. წვრილად დაჭრილი ქინძი და მარილი მოვაყაროთ. მაიონეზი მოვასხათ და კარგად ავურიოთ.