ნინა წკრიალაშვილი გადაცემა “გარდერობიდან” აბსოლუტურად სხვა შინარსისა და ტიპის ტელეპროექტზე გადაერთო. ახალი სეზონიდან “მარაოს” ეთერში გავა ტელეშოუ “პომადა ნინა წკრიალაშვილთან ერთად”. ნინა წკრილაშვილს საზოგადოება ახალ ამპლუაში იხილავს. ტელეწამყვანი შოუზე თავად საუბრობს და აღნიშნავს, რომ გადაცემა „გარდერობისგან“ განსხვავებით, ახალ გადაცემაში მეტი შრომაა საჭირო. „ყველა დეტალს ვერ გავამხელ, ჯერ გადაცემა ეთერში არ გასულა და არ გვინდა. გეტყვით იმას, რომ ეს არის გადაცემა ქალებზე და ქალებისთვის. “პომადა” ძალიან ბევრ ისეთ ქალს აჩუქებს ერთ ლამაზ დღეს, რომლებსაც საკუთარი თავისთვის დრო არ რჩებათ. ამაში ჩვენი სპონსორებიც დაგვეხმარებიან, იქნება საჩუქრები და ა.შ. უზომოდ საინტერესოა სამუშაო პროცესი, ახლაც გადაღებაზე ვარ და ძალიან მომწონს. პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მიხარია, რომ გავახარებთ ქალბატონებს. გადაცემა “გარდერობისგან” განსხვავდება ეს გადაცემა ძალიან, ბევრად მეტ დროს მოითხოვს როგორც გადაღების, ასევე სტუმრის შერჩევის პროცესში. ერთ კვირაში გავა ეთერში პირველი ეპიზოდი და გირჩევთ უყუროთ“, – განაცხადა ნინა წკრიალაშვილმა.
წყარო:http://droni.ge/?m=6&AID=28470